გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბოლნისის სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა

19-12-2018

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვაში ბრალდებული ნ.ნ. დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნ.ნ.-მ უკანონოდ შეიძინა და წინდაში ინახავდა 42,05 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.


სამართალდამცველებმა ნ.ნ. 2018 წლის 14 აპრილს, ქ. მარნეულში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ნ.ნ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.