გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რა ადგილებზე დააყენა შსს-მ ხობსა და რუსთავში ე.წ. „ჭკვიანი“ კამერები და რა სიჩქარით უნდა იმოძრაონ მძღოლებმა, რომ არ დაჯარიმდნენ

19-12-2018

მიმდინარე წლის 19 დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები აამოქმედა ხობისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, კერძოდ, 10 ლოკაციაზე:


1. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 304-ე კმ-დან (ხობი, სოფელი პირველი მაისი - ზუგდიდი) 310-ე კმ-მდე (ხობი, სოფელი ხეთა - ზუგდიდი). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
2. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 310-ე კმ-დან (სოფელი ხეთა - ზუგდიდი) - 315-ე კმ-მდე (სოფელი ხამისკური - ზუგდიდი). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
3. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 315-ე კმ-დან (სოფელი ხამისკური - ზუგდიდი) 320-ე კმ-მდე (სოფელი ცაიში - ზუგდიდი.) ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
4. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 320-ე კმ-დან (სოფელი ცაიში - სამტრედია) 315-ე კმ-მდე (სოფელი ხამისკური - სამტრედია). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
5. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 315-ე კმ-დან (სოფელი ხამისკური - სამტრედია) 310-ე კმ-მდე (სოფელი ხეთა - სამტრედია). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
6. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 310-ე კმ-დან (სოფელი ხეთა- სამტრედია) 304-ე კმ-დან ( სოფელი პირველი მაისი - სამტრედია). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
7. რუსთავში, ქუთაისის ქუჩიდან - ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).
8. რუსთავში, ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთიდან - ქუთაისის ქუჩის დასასრულამდე (ჟ.შარტავას გამზირამდე), ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).
9. რუსთავში, მ. კოსტავას გამზირისა და ი.ცურტაველის ქუჩის კვეთიდან (მ.კოსტავას ხიდი) - მ. კოსტავას გამზირისა და სუმგაითელი მეტალურგების ქუჩის კვეთამდე (მ.კოსტავას ხიდი), ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).
10. რუსთავში, მ. კოსტავას გამზირისა და სუმგაითელი მეტალურგების ქუჩის კვეთიდან (მ.კოსტავას ხიდი) - მ. კოსტავას გამზირისა და ი.ცურტაველის ქუჩის კვეთამდე (მ. კოსტავას ხიდი), ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).
სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, საქართველოს მასშტაბით, უკვე 350 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.