გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქუთაისის მერია გარე განათების ქსელის ექსპლუატაციისთვის 498 604 ლარს გადაიხდის

14-12-2017

ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელის სანათი წერტილებისა და შუქნიშნების მოვლა-პატრონობისა და ექსპლოატაციის მომსახურებისთვის ქალაქის მერიამ 498 604 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელის სანათი წერტილების (789 ობიექტის 13635 წერილი) და შუქნიშნების (32 ობიექტი) მოვლა-პატრონობა და ექსპლოატაცია განახორციელოს, ასევე, მანვე უნდა უზრუნველყოს გარე განათებისა და შუქნიშნის გადამწვარი ნათურების აღდგენა, ავარიული ანძებისა და დიოდური სანათების შეკეთება.

 

მიმწოდებელი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს მუშა სატრანსპორტო საშუალებების GPS სისტემის მონტაჟი უნდა ჰქონდეს ცხელი ხაზის ტელეფონი და ჰყავდეს მორიგე ჯგუფი ღამის საათებში.

 

წინადადების მიღება 22 დეკემბერს დაიწყება და სამი სამუშაო დღის განმავლობაში გაგრძელდება.

წყალო: newpress