გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისის მერია საია-ს კვლევას პასუხობს

14-12-2017

ქუთაისის მერია, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის" კვლევას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, 2012-2017 წლებში ქუთაისის მერიას 8 გათავისუფლებული თანამშრომლის თანამდებობებზე აღდგენა დაევალა. 
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მერიას არ გააჩნია არც ერთი მიმიდნარე დავა, რომელიც შრომითი ხლეშეკრულების საფუძველზე არის დაწყებული.

მერიის იურიდიულ სამსახურში აცხადებენ, რომ "საიას" მიერ შესწავლილ წლებში სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება აღსრულებულია.

"გადაწყვეტილებები მოცემულ დავებთან დაკავშირებით აღსრულებულია. შესაბამისად, ქუთაისის მერიის მიერ მოხდა თანამშრომელთა ნაწილის აღდგენა იგივე ან ტოლფასს თანამდებობაზე. აღდგენილ პირთა ნაწილი ამ დროისათვის მუშაობს შესაბამის პოზიციებზე, ხოლო ნაწილმა საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა. დღეის მდგომარეობით მერიას არ გააჩნია შრომითი დავების საფუძველზე შეუსრულებელი ვალდებულება ,"-აცხადებენ ქუთაისის მერიის იურიდიულ სამსახურში.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომელიც საქართველოს მასშტაბით საჯარო დაწესებულებების თანამშრომელებთან წარმოებულ დავებს ეხება, ბოლო 5 წლის განმავლობაში წარმოება მხოლოდ 153 საქმეზე დასრულდა, ხოლო 166 საქმე კვლავ მიმდინარეობს სხვადასხვა ინსტანციაში.

წყარო: "ქუთაისიპოსტი"