გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიებისთვის ხანდაზმულობის ვადა გაიზრდება

22-12-2018

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ვადა გაიზრდება.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკი კობახიძემ განაცხადა.


„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 31 დეკემბერს იწურება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადა. ჩვენ გავითვალისწინეთ ზვიად გამსახურდიას ოჯახის მოთხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით.


შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ხანდაზმულობის ვადის გაზრდას ითვალისწინებს. კანონს პარლამენტი მიიღებს მომდევნო კვირის ბოლომდე, დაჩქარებული წესით“-განაცხადა კობახიძემ.