გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კოვზანაძე: ფასების სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდის ხელშწყობა და სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის მთავარი გამოწვევები იქნება

22-12-2018

2019 წელს ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა იქნება ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა იმგვარად, რომ ეკონომიკური ზრდა არ შეაფერხოს, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც ,,2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ დადგენილების პროექტი განიხილეს.


მისი თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი სამიზნე მაჩვენებელზე ნაკლები იყო; წლის თერთმეტი თვის მონაცემებით, ინფლაცია 1.9%-ს შეადგენს. თუმცა, როგორც ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, მომავალ წელს ამ მიმართულებით გარკვეული რისკები არსებობს

„ეროვნულ ბანკს მოუწევს ამ გამოწვევებთან შეჭიდება, რაც ადვილი საქმე არ იქნება“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.


კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდის აუცილებლობაზეც.


მისი თქმით, სავალუტო რეზერვები უზრუნველყოფს ქვეყნის საფინანსო და სავალუტო ბაზრების სტაბილურობას, თუმცა, არსებული მაჩვენებელი ადექვატურ დონეზე არ არის და რეკომენდებულ ნიშნულს. ჩამორჩება.


„ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციების გზით უნდა იზრუნოს რეზერვების ზრდაზე. თუმცა, ამ მიმართულებითაც მას მოუწევს ფილიგრანული მუშაობა, ბალანსის პოვნა ინფლაციის მაჩვენებელსა და რეზერვების ზრდას შორის“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კოვზანაძემ, საერთო ჯამში, დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული დოკუმენტი და პარლამენტს დადგენილების პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.