გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

წილკანში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოფენა გაიმართა

25-12-2018

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის სადემონსტრაციო ბაზაზე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართება, მათ აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მიერ 2015-2018 წლებში შემუშავებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნიმუშები გააცნეს. ტექნიკის გამოფენაზეწარმოდგენილი იყო ხეხილის საბერტყ-შემგროვებელი მანქანები, ჩაის მოვლა-მოყვანის კომბინირებული მანქანა, ნიადაგდამამუშავებელი ფარცხი და ფრიზი, კომბინირებული საკვების დასამზადებელი წისქვილი და ამრევი დანადგარი.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი თამაზ ნატრიაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, შპს მექანიზატორის, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის, საქართველოს ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.


ტექნიკის გამოფენის პარალელურად აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა მოხსენებები გააკეთეს. მათ 4 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტები შეაჯამეს, სამომავლო გეგმებსა და მექანიზაციაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. 2019 წელს კი ჩაის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჩაის ტექნიკის განვითარებაზე იმუშავებენ - გათვალისწინებულია ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ მობილური ტექნიკის შექმნა.


აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურმა 2018 წელს ბელარუსის კომბაინების პროექტირების სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან „გომსელმაში“ ერთად კარტოფილის ამომღებ-დამტვირთავი ნახევრადმისაბმელიანი მანქანა შექმნა, რომელიც საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებთან არის ადაპტირებული. 2019 წლისთვის აღნიშნული ტექნიკის გასაუმჯობესებლად ტექნიკური სამუშაოების ჩატარება არის დაგეგმილი.