გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

«Cumhuriyet» (თურქეთი): ჭოროხი, რომელიც ტბად იქცა

25-12-2018

თურქული ოპოზიციური გაზეთის, Cumhuriyet» -ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ასახულია თურქეთის ერთ-ერთი წყალუხვი და სწრაფი მდინარის - ჭოროხის ბედი, რომელსაც, პრინციპში, მდინარეს ვეღარ უწოდებ - იმიტომ, რომ მის მთელ სიგრძეზე (431 კმ.) შვიდი კაშხალი და ჰიდროელექტროსადგურია აგებული, შექმნილია წყალსაცავები და ფაქტიურად, მდინარის ბუნებრივი დინება მთლიანად არის დარღვეული.


„ჭოროხი საქართველოს ტერიტორიაზეც მიედინება (21 კმ.) და შავ ზღვას ერთვის. თურქეთის მონაკვეთში მასზე აგებული კაშხლების შედეგად წარმოქმნილმა წყალსაცავებმა 71 დასახლებული პუნქტი შთანთქა, გაქრა დიდი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მდინარეს, რომლის კალაპოტში წყალდიდობის დროს წამში 500 კუბური მეტრი წყალი გადიოდა, დღეს დადუმებულია. ართვინში ჭოროხის მჩქეფარე ხმის ექო აღარ ისმის“, - ნათქვამია სტატიაში.

„ჭოროხი თურქეთის ეკონომიკას უდიდესი მოცულობის ელექტროენერგიას აძლევს. თავდაპირველად ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილი იყო იმით, რომ მდინარეს ქვეყნის აღმშენებლობაში წვლილი შეჰქონდა, მაგრამ შემდეგ იგრძნეს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოაკლდათ - უძველესი დროიდან რომ იყვნენ მიჩვეული“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.


როგორც ერთ-ერთი სოფლის ხელმძღვანელი მუსტაფა ილდირიმი ამბობს, მათი წინაპრები ჭოროხში თევზს იჭერდნენ, მდინარეს გადაადგილებისთვის იყენებდნენ, ახლა კი ჭოროხის დინება შეჩერებულია: „მართალია, ჩვენი სოფლის მიწებიდან 45 ჰექტარი წყალში ჩაიძირა, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ინტერესებია, თურქეთის ეკონომიკური ძლიერება“.


„ჭოროხი ჩვენი სოფლისათვის ყველაფერს ნიშნავდა, მისი ხმა ახლაც თითქოს ყურში ჩამესმის სიმღერასავით, მაგრამ რეალობა ძალიან საწყენია. ძველი ჭოროხი დღეს მხოლოდ ჩვენს მახსოვრობაში დარჩა, ისტორიას ჩაბარდა“, - ამბობს ჯემალ ულუთურქი, ყოფილი მასწავლებელი, ამჟამად კი პენსიონერი.


სტატიის ბოლოში ვრცლად არის გადმოცემული ჭოროხზე აგებული კაშხლებისა და ჰიდროელექტროსადგურები ტექნიკური მონაცემები, გამომუშავებული ელექტროენერგია და პერსპექტიული გეგმები (მდინარეზე და მის შენაკადებზე სულ 143 კაშხალი უნდა აშენდეს, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშავებამ 14 ათას 552 გიგავატს უნდა მიაღწიოს).