გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ

31-12-2018

„ესეც კავშირშია გუნდის წინააღმდეგ წასვლასთან. ჩვენ ვიცით რა კავშირებით ვრცელდება ასეთი ინფორმაციები”,- ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და უზენაესისასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნოს.

მისი თქმით, ანალოგიური ინფორმაცია გავრცელდა ერთი წლის წინაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს გუნდის დაზიანებისკენ შეგნებულად გადადგმული ნაბიჯია.

„ზუსტად, ანალოგიური ინფორმაციები ვრცელდებოდა ხოლმე ზუსტად ერთი წლის წინაც. ანუ, გარკვეული კავშირების საფუძველზე ვრცელდება შეგნებულად ეს ინფორმაციები. ესეც არის, რა თქმა უნდა, გუნდის დაზიანებისკენ გადადგმული შეგნებული ნაბიჯი. ეს საკითხებიც უნდა გაირჩეს გუნდის შიგნით. ვინც არღვევს წესებს, ბუნებრივია, მას უნდა გაეცეს პასუხი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.