გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: 2018 წელს იყო ბევრი სირთულე, თუმცა იყო ძალიან ბევრი წარმატებაც

31-12-2018

„მიმდინარე წელი იყო ბევრი სირთულით აღსავსეც, თუმცა, იყო ძალიან ბევრი წარმატებაც. მინდა, იმედი დავიტოვო, რომ მომდევნო წელი იქნება ბევრად უფრო წარმატებული”,- ასე შეაჯამა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2018 წელი.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ქვეყნისთვის ერთერთ უმთავრეს პრობლემად სოციალური მდგომარეობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს კეთილდღეობის სტანდარტის ასამაღლებლად.


„ჩვენ გვჭირდება წინსვლა ყოველდღიურ რეჟიმში. არის უამრავი სირთულე, სოციალური მდგომარეობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ჩვენი ქვეყნისათვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ადამიანების ცხოვრების პირობები ჩვენს ქვეყანაში, ამაღლდეს კეთილდღეობის სტანდარტი, აქეთკენ უნდა იყოს მიმართული თითოეული ჩვენგანის საქმიანობა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.