გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა

31-12-2018

ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება დასრულდება.
2019 წლის პირველივე კვირიდან დაიწყება ფონდში შესული წინადადებების შესწავლა-შეფასების პროცესი.


UNESCO-ს მიერ ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლების (ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავრო) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეტანით, მცხეთის ისტორიულ ქალაქს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. ქალაქის ინფრასტრუქტურის ქაოტური, უსისტემო განვითარებისაგან დასაცავად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო UNESCO-სთან აქტიური თანამშრომლობით მუშაობს ისეთი მარეგულირებელი მექანიზმების შემუშავებაზე, რომელიც ერთი მხრივ, შეუნარჩუნებს ქალაქს ისტორიული ღირებულებასა და მნიშვნელობას და მეორე მხრივ, არ შეაფერხებს მის ბუნებრივ განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის (ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის) შემუშავებისათვის კონკურსი 2018 წლის ოქტომბერში გამოაცხადა.