გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ სააკაშვილი: მალე დავბრუნდები, ნახავთ, მოვლენები ელვისებურად განვითარდება

3-01-2019

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის სახლში მალე დაბრუნდება, თუმცა, ამავდროულად, სააკაშვილი აკონკრეტებს, რომ ის თავის სახლად თვლის როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას.


ამის შესახებ განცხადება სააკაშვილმა ისრაელის ტელეარხ «9 канал»-თან საუბრისას გააკეთა.


ჟურნალისტისდ კითხვაზე, თუ როდის გეგმავს ის სახლში დაბრუნებას, სააკაშვილმა დაკონკრეტება მოითხოვა, „რომელ სახლში საქართველოში თუ უკრაინაში“... მას შემდეგ კი, რაც გაირკვა, რომ ჟურნალისტი საქართველოს გულისხმობდა, სააკაშვილმა განაცხადა:


„მე ჩემს სახლად ვთვლი საქართვველოსაც და უკრაინასაც. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე დავბრუნდები. მოვლენები სწრაფად განვითარდება. მე გირჩევთ, რომ მათ თვალი ადევნოთ. ისინი ძალიან საინტერესო, თავბრუდამხვევი იქნება და ქართველი და უკრაინელი ხალხების დიდი წარმატებით დასრულდება“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.