გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რომელი მერები და გამგებლები იღებდნენ ყველაზე მაღალ ხელფასს

8-11-2017

თვითმმართველი ქალაქების მერებს შორის ყველაზე მეტ ანაზღაურებას რუსთავის მერი დავით ჯიქია იღებდა, - ბოლო ორ წელიწადში მან 126 650 ლარი აიღო. გამგებლებს შორის კი ყველაზე მაღალანაზღაურებადი იყო ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, - იმავე პერიოდში მან 112 388 ლარი მიიღო.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქის მერის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობა თვეში 2 750 ლარია (წელიწადში - 33 000 ლარი). გამონაკლისია ქალაქი თბილისი, სადაც მერის ანაზღაურება 3 180 ლარს შეადგენს. 2 650 ლარით არის განსაზღვრული სხვა მუნიციპალიტეტების (თემების) გამგებლების ხელფასი (წელიწადში 31 800 ლარი).

„რეგინფომ“ გამოაირკვია, რომ საქართველოში დღეისათვის არსებული 12 თვითმმართველი ქალაქის მერებს შორის ყველაზე მაღალ ანაზღაურებას რუსთავის მერი დავით ჯიქია იღებდა. მისი ანაზღაურება 2016 წელს 67 650 ლარი იყო, 2015 წელს კი 59 000 ლარი. აღნიშნულ ორ წელიწადში დავით ჯიქიამ ხელფასის ოდენობით პრემია-დანამატები 23-ჯერ აიღო.

2016 წლის მონაცემებით, მეორე ადგილს ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე იკავებს, რომელმაც 44 880 ლარის ანაზღაურება მიიღო, აქედან 11 880 ლარი პრემია-დანამატების სახით. 2015 წელს პლატონ კალმახელიძის თანამდებობრივი შემოსავალი გაცილებით ნაკლები - 41 250 ლარი იყო.

41 250 ლარი შეადგინა ფოთის მერის ირაკლი კაკულიას ანაზღაურებამ, 38 690 ლარი მიიღო ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ, ხოლო 38 500 ლარი - ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

33 000 ლარი, ანუ მხოლოდ თანამდებობრივი სარგო მიიღეს: ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ. ასევე არცერთი პრემია ან დანამატი არ მიუღია დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას.

სხვა მუნიციპალიტეტების (თემების) ხელმძღვანელებს შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება მიიღო ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა, - 2016 წელს 53 558 ლარი იყო, 2015 წელს კი 58 830 ლარი. ორ წელიწადში მან პრემია-დანამატები 19-ჯერ აიღო.

წელიწადში 51 326 ლარი იყო ხელვაჩაურის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის ანაზღაურება, რომელმაც 2015 – 2016 წლებში ჯამში 102 652 ლარი აიღო, მათ შორის, 15 პრემია და დანამატი.

„რეგინფო“ წერდა, რომ, საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს შორის ყველაზე მაღალ ხელფასს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე იღებს. მისი წლიური ანაზღაურება 83 021 ლარს შეადგენს.


წყარო: reginfo.ge