გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ბახმაროში გერმანელმა და ჩეხმა ტურისტებმა იჩხუბეს

8-01-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ ბახმაროზე, გერმანელმა და ჩეხმა ტურისტებმა სათხილამურო ტრასების გამო იჩხუბეს და ერთმანეთს სცემეს.


შსს-ში ამ ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


როგორც ვებგვერდი "გურია ნიუსი" თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, კურორტზე ჩეხი ტურისტების ჯგუფის უფროსი გერმანელი ტურისტების ჯგუფის უფროსს იმიტომ დაუპირისპირდა, რომ გერმანელებმა ჩეხებს გაუკვალავ თოვლში სრიალის დროს გადაუსწრეს.


"ჩეხების ჯგუფის უფროსი გერმანელების უფროს ყელში სწვდა და ამით დაიწყო დაპირისპირება. კარგად სცემეს ერთმანეთს ბახმაროს ტრასის გამო. ჩეხები იჩემებენ "ჩვენი ტრასაა"-ო, გერმანელი ტურისტები ამბობენ ჩვენიაო და ამის გამო დიდი დაპირისპირებაა", - ამბობს თვითმხილველი.





imedinews.ge