გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მარიამ ჯაში: ხელისუფლება ეკლესიის საქმიანობაში არ ერევა

9-01-2019

"ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს ეკლესიასთან, მაგრამ არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში"-ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ჯაშმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის კომენტირებისას გააკეთა.


"ჩვენ, ბუნებრივია, მივესალმებით ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს.


რაც შეეხება უშუალოდ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებულ პოზიციას, ჩვენ ველოდებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას, რომელსაც სეკულარიზმის პრინციპებიდან გამომდინარე სრულად გავიზიარებთ"-განაცხადა დეპუტატმა.