გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გედევან ფოფხაძე: ჩემი გუნდი არის ის ხალხი, რომლებიც 2012 წელს სანთლებით ხელში ლოცულობდნენ „ოცნების“ გამარჯვებისთვის

10-01-2019

მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უპასუხა და ივანიშვილს მოუწოდა, საჯაროდ და ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია უშუალოდ მოსამართლობის კანდიდატებთან დაკავშირებით.

ასევე, გედევან ფოფხაძე აღნიშნავს, რომ მათი გუნდი არის ის, რომლებიც 2012 წელს ციხეებში სანთლებით ხელში ლოცულობდნენ „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის და ბოლომდე ამ გუნდის წევრად დარჩება, მიუხედავად იმისა, გარიცხავენ თუ არა მას და ეკა ბესელიას უმრავლესობიდან.

„გუნდში არაინ ადამიანები, რომლებიც ლოიალურები არიან მოსამართლეთა ამ სიის მიმართ და ვართ ადამიანები, რომლებიც პრინციპულად წინააღდეგები ვართ. რაც შეეხება გუნდურობას, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გუნდურობა გამოიხატება იმ პრინციპების ერთგულებაში, რითაც მოვიგეთ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები. ჩემი გუნდი არის ის ხალხი, რომლებიც 2012 წელს სანთლებით ხელში ლოცულობდნენ „ოცნების“ გამარჯვებისთვის და ღამეს ათევდნენ საარჩევნო უბნებთან. ეს არის ჩემი გუნდი, მე ამ გუნდს არასდროს ვუღალატებ და არასდროს მივატოვებ, პრინციპები და ღირებულებები არასდროს შეგვიცვლია და იმ ადამიანების, სააკაშვილის ზონდერ-მოსამართლეების დანიშვნა არასდროს იქნება ჩვენთვის მისაღები. მოვუწოდებ ბატონ ბიძინასაც და ჩვენი გუნდის ყველა წევრს, რომ ვუერთგულოთ იმ გუნდს, ვისთან ერთადაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მოვიგეთ, გავიხსენოთ, რატომ იდგა ხალხი ქუჩაში და რა იყო ხალხისთვის ყველაზე მტკივნეული. მთლიანობა იყო მთავარი მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან. ის მოსამართლეები მორალს კი არ უნდა მიკითხავდენ, უნდა იხდიდნენ სასჯელს იმისათვის, რომ იყვნენ სისტემური დანაშაულის თანამონაწილეები, - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ეკა ბესელია გუნდისა და გუნდურობის წინააღმდეგ წავიდა.