გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ეკა ბესელია: ჩემი ბრძოლის სიმართლეში დარწმუნებული ვარ

10-01-2019

ეკა ბესელიამ ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ორშაბათს დაბრუნდება და საჯარო განცხადებას გააკეთებს.


„რა სიმბოლურია, რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეხება განცხადებას, რაც გავრცელდა პარტიის თავმჯდომარის სახელით, ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლის სიმართლეშიც“, -აცხადებს ბესელია.


შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ეკა ბესელია გუნდისა და გუნდურობის წინააღმდეგ წავიდა.