გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ხვალიდან ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი "ტამიფლუ" უფასოდ გაიცემა

11-01-2019

„ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ ხვალ, დღის პირველი ნახევრიდან, მოქალაქეებისთვის უფასოდ გაიცემა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც სერგეენკომ განმარტა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, შესაბამისი რეკომენდაცია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გასცა.


პროცესში ჩართვის შემთხვევაში, პრეპარატს სამინისტრო სააფთიაქო ქსელებიდანაც გამოისყიდის არა კომერციულ, არამედ, შესასყიდ ფასად. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების გარდა, მედიკამენტის გაცემის პროცესში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებიც ჩაერთვებიან, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.


საქართველოს მოსახლეობა, რეცეპტის საფუძველზე, „ტამიფლუს“ შეძენას ხვალიდან უფასოდ შეძლებს, ექიმებს კი ექნებათ შესაძლებლობა, დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში. პრეპარატი თავად გასცენ.