გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ე.წ. ღორის გრიპის ფატალურად დასრულების მე-15 შემთხვევა დაფიქსირდა

11-01-2019

წუხელ გვიან ღამით, ბათუმის მედიცინის ცენტრში ლანჩხუთიდან გადაყვანილი 65 წლის მამაკაცი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა, დღეს კი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში დაიღუპა 28 წლის ჩოხატაურელი მამაკაცი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

ეს უკვე ლაბორატორიულად დადასტურებული მე-15 შემთხვევაა ქვეყანაში, რომელიც ფატალურად დასრულდა. ინფორმაცია ამ ორი ადამიანის აღნიშნული ვირუსით გარდაცვალების შესახებ, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ ხვალ, დღის პირველი ნახევრიდან, მოქალაქეებისთვის უფასოდ გაიცემა.