გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც პოლონეთში ტაქსის მძღოლად მუშაობს რა ვითარებაში გაიცნო მან მიხეილ სააკაშვილი

14-01-2019

მეგი ჭყოიძე 35 წლის დედაა. მას ორი შვილი ყავს და საქართველოში ყოფნის დროს, სხვადასხვა კლინიკებში მენეჯერის პოზიციაზე იმყოფებოდა, ამჟამად კი პოლონეთში ტაქსის მძღოლად მუშაობს. სულ ცოტა ხნის წინ მან საზოგადოების ყურადღება, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოთი მიიქცია.


„მშობელი“ დაინტერესდა, თუ რატომ იმყოფება მეგი პოლონეთში და როგორ შეხვდა მიხეილ სააკაშვილს.


- რამ განაპირობა ემიგრაციაში წასვლა?


- საქართველოში სხვადასხვა კლინიკებში მენეჯერად ვმუშაობდი, თუმცა ბოლო დროს არსებულმა ვითარებამ მაიძულა ქვეყნიდან წავსულიყავი.


- რატომ გადაწყვიტეთ, ტაქსის მძღოლობა და როგორ უყურებენ ამ საქმეს პოლონეთში?


- შემთხვევით აღმოვაჩინე ეს სამსახური, ერთი ქართველი დამეხმარა. ვფიქრობ, დასაწყისისთვის ყველა სხვა სამსახურს ჯობია. ზიხარ შენთვის კომფორტულად, ხვდები ძალიან ბევრ ადამიანს, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, საუბრობ მათთან ბევრ საინტერესო თემებზე. თავიდან უფრო იყო ემოციები, უკვირდათ ქალი მძღოლი, მითუმეტეს ქართველი, მერე მეც მივეჩვიე. დადებითად მხვდებიან მგზავრები. რომ იგებენ რომ ქართველი ვარ უფრო კეთილგანწობილები ხდებიან. ყველას უყვარს საქართველო და თითქმის 90%-მა იცის ჩემი ქვეყნის შესახებ.


- როგორ აღმოჩნდა ექს პრეზიდენტი თქვენს მგზავრებში და როგორი იყო მისი რეაქცია, როცა გაიგო რომ ქართველი ხართ?


- ერთ-ერთ გამოძახებაზე მივდიოდი, დავინახე ქუჩაში მიხეილ სააკაშვილი, თავიდან მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ რომ დავაკვირდი ნამდვილად ეგ იყო. დავუძახე ბატონო მიხეილ-თქო და მანქანა გავაჩერე. ძალიან პოზიტიურად შემხვდა, თვითონ მკითხა გაკვირვებულმა უბერზე მუშაობო, მაშინ წამოდი შენ წამიყვანეო. გამოძახება გააუქმა და ჩემთან ჩაჯდა. მე ძალიან გახარებული, აჟიტირებული, გიჟივით ვიცინოდი.


- რაზე ისაუბრეთ?


- ძალიან უშუალოდ ვისაუბრეთ, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს დიდი ხანია ვიცნოდით ერთმანეთს. მკითხა და მეც მოვუყევი რამ ჩამომიყვანა აქ, რა მიზნით და რა მდგომარეობით. ვკითხე გვეშვეელბა რამე-თქო და დარწმუნებით მიპასუხა - უეჭველიო.


- რამდენად ხშირად გხვდებიან ქართველი მგზავრები?


- არასდროს არ შემხვედრია ქართველი მგზავრი, პირველი შემთხვევა იყო და ისიც პრეზიდენტი.


- საქართველოში დაბრუნებაზე თუ ფიქრობთ?


-ჯერჯერობით არა. კლინიკის მენეჯერი ვიყავი და 4-ჯერ ნაკლები ხლეფასი მქონდა, ვიდრე აქ უბერის ტაქსის მძღოლად. ასე რომ ვფიქრობ, ჯერჯერობით არ დავბრუნდები, სანამ სიტუაცია არ გამოსწორდება. ორი შვილი მყავს 12-ის და 3-ის, ერთი კვირაა რაც ჩამოვიყვანე პოლონეთში. ვაპირებ აქ მივიყვანო სკოლაში და ბაღში.


- და ბოლოს, რას დაამატებდით?


- ვისურვებდი რომ ის ეკონომიკური სიტუაცია, რაც ეხლა საქართველოშია, მკვეთრად შეცვლილიყოს უკეთესობისკენ და ემიგრანტებს საშუალება ქონდეთ სხვა ქვეყანაში სამუშაოდ კი არა დასავენებლად მიდიოდნენ.





mshobeli.ge