გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: მიზეზი, რის გამოც ეკა ბესელიას ვიცესპიკერობა შევთავაზეთ, ჩვენი შიდა სამზარეულოა

15-01-2019

„მცდელობა კი არ იყო, არამედ იყო გადაწყვეტილება, რომელიც ამასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ამას ჰქონდა კონკრეტული საფუძველი. ეს საფუძველი არის ჩვენი შიდა სამზარეულო და ამიტომ, ვერიდებით ამაზე საუბარს“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ვიცესპიკერის თანამდებობის შეთავაზებით, მისი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ჩამოშორება სურდათ.



„რა თქმა უნდა, ეს ასე იყო, იყო სწორედ ამ საფუძვლით გაკეთებული ეს შეთავაზება, რომელიც უკავშირდებოდა ვიცესპიკერის დაკავების პოზიციას. თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან.

მცდელობა კი არ იყო, არამედ იყო გადაწყვეტილება, რომელიც ამასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ამას ჰქონდა კონკრეტული საფუძველი. ეს საფუძველი არის ჩვენი შიდა სამზარეულო და ამიტომ, ვერიდებით ამაზე საუბარს. ჩვენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვუფრთხილდებით გუნდურობას და ამ პრინციპით ვმოქმედებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, განცხადება იმის შესახებ, რომ დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეთა სიას ლობირებს, „არის არასწორი ინტერპრეტაცია“.