გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მიხეილ ბატიაშვილი: ჯვრის მონასტერთან არსებული ვითარება მოწესრიგდება

16-01-2019

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებული ვითარება ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება.


„ამ დროისათვის პრობლემა გადაჭრილია - ჯვრის მონასტრის ჭიშკარი გახსნილია, თუმცა ისიც ცხადია, რომ მონასტერთან შექმნილი ვითარება ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება. სწორედ ამიტომ, ჩვენი უწყების ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უკვე მუშაობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტის ჩამოყალიბებაზე, რომლის განხორციელების შემდეგაც, არსებული ვითარება მოწესრიგდება“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.