გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბაკურიანში სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპისთვის მზადება დაიწყო

17-01-2019

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია 19-20 იანვარს ბაკურიანში 2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპს გამართავს. შეჯიბრი დიდველის ფერდობზე სლალომსა და გიგანტურ სლალომში  გაიმართება. 


ფედერაციის დადგენილებით _მოთხილამურეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ :• ბავშვები  I,  დაბადების წელი 2005-2006• ბავშვები II, დაბადების წელი 2003-2004• მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2002 და უფროსი ასაკი.შეჯიბრში მონაწილეობენ: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ნაკრები გუნდები, რომლებმაც გასული წლის შიდა რეგიონალურ ჩემპიონატებზე საქართველოს მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.  ,,საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინიციატივით უკვე მერვე წელია იანვარში ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება. საქართველოს სათხილამურო ფედერაციაც ამ ინიციატივას მერვე წელია უერთდება. წელს ,,თოვლის მსოფლიო დღეს“  20 იანვარს აღნიშნავენ მსოფლიოს თითქმის ყველა სამთო-კურორტზე. მათ საქართველოც უერთდება’’ _აცხადებენ საქართველოს სათხილამურო ფედერაციაში.


საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპის გამარჯვებულები, 20  იანვარს შეჯიბრების დასრულების შემდეგ ფინიშის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან .