კულტურული ღონისძიება „ახალი წელი 2018“-ის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) ბორჯომის მერიამ 2017 წლის 24 ნოემბერს გამოაცხადა, სატენდერო წინადადებების წარდგენა კი 2-დან 5 დეკემბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა.
საახალწლო ღონისძიების ფარგლებში 2017 წლის 31 დეკემბერს, 19:00 საათიდან 22:00 საათამდე, დაგეგმილია გალა-კონცერტის მოწყობა ქალაქ ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში, ერთი მუსიკოს-შემსრულებლისა და 2 მუსიკალური ჯგუფის მონაწილეობით. კონცერტის ბოლოს შესრულდება საჰაერო ფეიერვერკი.
მოწვეული იქნება ორი მსახიობი (თოვლის ბაბუა ტრადიციული ჩოხით და ფიფქია), რომლებიც კონცერტის განმავლობაში, ხოლო მანქანით ქ. ბორჯომში და მუნიციპალიტეტის სოფლებში. მსახიობები მოიპატიჟებენ მოსახლეობას კონცერტზე და ბავშვებს დაურიგებენ სასაჩუქრე პაკეტებს, - 700 ცალს ბორჯომში და 100 ცალს ბაკურიანში.
ტექნიკური დოკუმენტაციის ხარვეზის გამო სატენდერო კომისიამ 2 პრეტენდენტის - „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრის“ და შპს „Funday Entertainment“-ის დისკვალიფიცირება მოახდინა, ამჟამად კი გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის საახალწლო ღონისძიების ჩასატარებლად ბორჯომის გამგეობამ 104 430 ლარი დახარჯა, 2016 წლისთვის კი მხოლოდ 21 630 ლარი.
წყარო: reginfo.ge