გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2018 წლის სუფთა სოფლის ნომინაციაში ჭორვილამ გაიმარჯვა

19-01-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსმხარდაჭერით,ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“ ფარგლებში,2018 წელს გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.


კონკურსის - „სუფთა რეგიონი“ მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი/დაბა, სუფთა სოფელი/თემი, სუფთა ქუჩა, ლამაზი ეზო დალამაზი აივანი.


აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დაწესებულმა კონკურსმა „სუფთა რეგიონი“ ქვეყნის მასშტაბით შეამცირა სტიქიური ნაგავსაყრელების რიცხვი, გაზარდა საზოგადოების ცნობიერება და პრიორიტეტული გახადა ნარჩენების მართვა. ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში 2012-2013 წლებში აღრიცხული 1357 სტიქიური ნაგავსაყრელიდან დღევანდელი მონაცემებით ირიცხება 333.


კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი კომისიის (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები) მიერ, შემოსული ფოტო/ვიდეო მასალების საფუძველზე. კონკურსის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთვნენ რეგიონების წარმომადგენლებიც.


კონკურსის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ნინო თანდილაშვილმა და იური ნოზაძემ, შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდერსტრომმა და სამინისტროს სისტემაში შემავალმა სხვა უწყებების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს:
2018 წელის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის გამარჯვებულები არიან:
ნომინაცია - „სუფთა რეგიონი“ კახეთის რეგიონი; 
ნომინაცია- „სუფთა ქალაქი“ - ქ. ზუგდიდი; 
ნომინაცია - „სუფთა მუნიციპალიტეტი“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
ნომინაცია - „სუფთა სოფელი“ - სოფ. ჭორვილა (საჩხერე); 
ნომინაცია - „ლამაზი აივანი“ - ფატმანგ რიგოლავას სახლის აივანი (ქ. ქუთაისი);
ნომინაცია - „ლამაზი ეზო“ - 3 პირველი ადგილი: ნომინაცია (კერძო) “ლამაზი ეზო”- აკაკი გედენიძე (ხონის მინიციპალიტეტი); ნომინაცია “კორპუსის ეზო” -ქ.ზუგდიდი, ქუჯის ქუჩა; ნომინაცია “იურიდიული პირის ეზო”-ღვინის კომპანია GWS (თელავი).


პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.