გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზუგდიდში, სტიქიის დროს დაზიანებული კორპუსების აღდგენით სამუშაოებს გიორგი გახარია და ალექსანდრე მოწერელია გაეცნენ

20-01-2019

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი შენგელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში იმყოფებოდნენ.


გიორგი გახარიამ და ალექსანდრე მოწერელიამ კიდევ ერთხელ დაათვალიერეს ის სამუშაოები, რაც 30 ნოემბრის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად განხორციელდა.


დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებლებმა მთავრობის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს და დასახლებაში არსებულ პრობლებზე ისაუბრეს.


საუბარი შეეხებოდა ბუნებრივი აირის მიწოდებისა და გზის მოწესრიგების საკითხს, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის პრობლემას.


შინაგან საქმეთა მინისტრი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მათ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდნენ. სოფელ ოქტომბერში დევნილთა კორპუსებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.


შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, 30 ნოემბერს მომხდარი სტიქიის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, ასეულობით საცხოვრებელი სახლის და შენობა-ნაგებობების სახურავები დაზიანდა.