გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდება

22-01-2019

„საქართველოს მოსახლეობის გაზიფიკაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ გაზის აფეთქებისა და გაზით მოწამვლის ტრაგიკული შემთხვევების დროს დაღუპულთა გამო და იმედი მაქვს, რომ გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვგეგმავთ, გაზის მოხმარების უსაფრთხოების გაძლიერებას და ამ კუთხით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების დამკვიდრებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ.


მისი თქმით, კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გაზის კვალიფიციური კომპანიების მიერ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოების მიმართულებით, ასევე უფრო მეტად დარეგულირდება მოსახლეობის მიერ ინდივიდუალირ საცხოვრებელ ფართებში ბუნებრივი გაზის ქსელის მონტაჟთან, ასევე ბუნებრივი გაზის დანადგარების უსაფრთხო მომხმარებასთან დაკავშირებული საკითხები.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა არსებული მარეგულირებელი ბაზის რევიზიაზე, რომელიც შეიცვლება პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლება-მოვალეობების გამოკვეთისა და გამკაცრების მიმართულებით.


ამავე დროს, ნათია თურნავას განცხადებით, ინტენსიურად გაგრძელდება მოსახლეობის ინფორმირებულობა ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებით.