გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარაში სავარაუდოდ, ღორის გრიპით გარდაცვალების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა

23-01-2019

სავარაუდოდ H1N1 გახდა კიდევ ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი აწარის რეგიონში. 48 წლის ქალბატონი კლინიკაში 12 იანვარს შეიყვანეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი. გარდაცვლილია 33 წლის ახალგაზრდა მამაკაციც.


სავარაუდოდ, ე. წ. ღორის გრიპით ტრაპიზონის კლინიკაში დაიღუპა. თავდაპირველად მამაკაცი მაღალი სიცხით ინფექციურ კლინიკაში, შემდეგ კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით პაციენტი თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.


გარდაცვლილის ოჯახი ქართველ ექიმებს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.


„ორი გადასხმა გაუკეთეს და უკან გამოგვიშვეს, მეტი არაფერი არ ჭირდებაო, იმ საღამოს იმხელა სიცხე მისცა, რომ ალბათ ვეღარ აიტანა მისმა ორგანიზმმა. „ფორმა 100“ გაგვატანეს ჯანმრთელი ჯანსაღი ადამიანის, ხოლო როცა ასეთი მძიმე ავადმყოფი ჩავიყვანეთ, თურქი ექიმები გაგიჟდნენ, სხვა დიაგნოზი გადმოგვიგზავნეთ და სხვა პაციენტი ჩამოგვიყვანეთო“-განაცხადა გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა.


ბათუმის რფერარული საავადმყოფოს ექიმი კი „რუსთავი 2“-თან განმარტავს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ოჯახის ნათესავებს ეტაპობრივად მიეწოდებოდათ.


„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებს ეტაპობრივად ეწოდებოდათ. ისინი ამავდროულად ინფორმირებულიები იყვნენ აპარატზე პაციენტის გადაყვანის და მდგომარეობის სიმძიმის შესახებ. ავადმყოფის გადაყვანისას ოჯახის წევრმა ისტორიაში გააკეთა ჩანაწერი, რომ უარს აცხადებს ამ კლინიკაში მკურნალობაზე. რაც შეეხება შტამს, ღორის გრიპზე ანალიზი გაკეთებულია, მაგრამ დადასტურება ჯერ არ გვაქვს მიღებული” - განაცხადა მკურნალმა ექიმმა.
ამ დროისთვის აჭარაში, დადასტურებული მონაცემებით ღორის გრიპით ექვსი ადამიანია დაღუპული.