გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების ბაზაზე სასწავლო განგაში გამოცხადდა

24-01-2019

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების მეოთხე სამხედრო ბაზაზე მზადყოფნის შემოწმების ფარგლებში, სასწავლო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.


„სამხედროებმა ტექნიკა მოამზადეს გასასვლელად და „ძარცემის“ პოლიგონისკენ მარშისთვის მზადებას შეუდგნენ. საველე პირობებში დანაყოფები პირობითი დივერსანტების ძებნის ოპერაციას ჩაატარებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.


სამხედრო მზადყოფნის შემოწმებაში ჩართულია დაახლოებით 300 ერთეული სამხედრო ტექნიკა.





IPN. GE