გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვაქცინა ორსულებისთვისაა განკუთვნილი

24-01-2019

რუსთავში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი შემოვიდა, რომელიც სპეციალურად ორსულებისთვისაა განკუთვნილი.


როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა ინფო რუსთავთან საუბრისას განაცხადა, ვაქცინა დღეს უკვე დარიგდება რეგისტრირებულ ამცრელ კაბინეტებში და როგორც ვაქცინაცია, ისე ექიმთან კონსულტაცია ორსულთათვის იქნება სრულიად უფასო.


"ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება ამ ვაქცინის გაკეთება, რომელიც არის ფრანგული წარმოების და უმაღლესი ხარისხი აქვს. უბრალოდ, ორსულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვაქცინის ჩატარების მომენტში მათ არ უნდა ჰქონდეთ გრიპი. ის 1 წლიან იმუნიტეტს ქმნის ორგანიზმისთვის და მინდა ვთქვა, რომ როგორც ვაქცინაცია, ისე ექიმთან კონსულტაცია ორსულებისთვის იქნება სრულიად უფასო", - აცხადებს დავით ბეგაშვილი.


რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელი ორსულ ქალბატონებს მოუწოდებს, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია, რათა დაიცვან საკუთარი თავი და ასევე მოუფრთხილდნენ მომავალ პატარებს.



inforustavi.ge