გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანი ემსხვერპლა

24-01-2019

2018 წელს 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 459 ადამიანი დაიღუპა, 9 047 კი დაშავდა, - ინფორმაციას ორგანიზაციაში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით  ავრცელებს.


ორგანიზაციის ინფორმაციით, საგზაო შემთხვევები 2017 წელთან შედარებით 6 პროცენტითაა გაზრდილი, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია.


კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში სულ 6 079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 517 ადამიანი დაიღუპა და 8 461 დაშავდა.


„2017 წელთან შედარებით 2018 წელს ავტოავარიები გაიზარდა 6%- ით, დაშავებულთა რაოდენობა - 7%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა. თბილისში წინა წელთან შედარებით სამივე მაჩვენებელი გაზრდილია, საგზაო შემთხვევები 7%-ით, დაშავებულთა რაოდენობა - 7%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა - 4%-ით. 2018 წელს დაიღუპა 21 მოზარდი (16 წლამდე), მათ შორის 8 ქვეითი, ხოლო დაშავდა 1012 მოზარდი, მათ შორის 343 ქვეითი“, - აცხადებენ ორგანიზაციაში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“.