გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

თელავში ავტოსახელოსნოში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს

8-11-2017

ქალაქ თელავში, თბილისის გზატკეცილზე N2–ში მდებარე ავტოსერვისში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, როლანდ დაუდაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

ამ დროისთვის უცნობია მკვლელობის მოტივი და მკვლელის ვინაობა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

მკვლელობის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. საქმეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.


წყარო: reginfo.ge