გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პროექტ „უსაფრთხო სკოლის“ ფარგლებში, ახალი ცენტრები საქართველოს კიდევ ორ რეგიონში გაიხსნება

25-01-2019

განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „უსაფრთხო სკოლის“ პროექტის ფარგლებში  იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც სკოლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხორციელდება. 


მინისტრის განმარტებით, ახალი ცენტრები საქართველოს კიდევ კიდევ ორ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში გაიხსნება, სადაც  მოსწავლეებს მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, ბავშვთა ფსიქიატრები და სოციალური მუშაკები მოემსახურებიან.


„დაინერგება თვისობრივად განსხვავებული მიდგომა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ინტენსიური მუშაობის შედეგად შემუშავდა“ - განაცხადა მინისტრმა და „უსაფრთხო სკოლის“ მხარდაჭერისთვის შსს-ს და ამერიკელ პარტნიორებს  მადლობა გადაუხადა.


მინისტრის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსწავლეთა ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვას. მისივე თქმით, გაძლიერდება და გაფართოვდება მანდატურის სამსახურში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები.