გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2019-2020 წლებში მანდატურები დამატებით 260 საჯარო სკოლაში შევლენ

25-01-2019

2019-2020 წლებში მანდატურები დამატებით 260 საჯარო სკოლაში შევლენ. შედეგად, ისინი საჯარო სკოლების მოსწავლეთა 85%-ს მოემსახურებიან.


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, სკოლებში „უსაფრთხო სკოლის“ პრეზენტაციის წარგენისას ხაზი გაუსვა, რომ რეფორმის ფარგლებში, თვისებრივად ახალი მანდატურის ყალიბდება.


„მნიშვნელოვანია, რომ მანდატურის სამსახურის მიმართ მიმართვიანობა ძალიან გაზრდილია, რაც სწორედ ნდობიდან გამომდინარეა. შესაბამისად დავიწყეთ რეფორმის მეორე ეტაპი. შედეგეად, მანდატურის სამსახურის ხელმისაწვდომობა და ხარისხი იზრდება - ყალიბდება თვისებრივად ახალი მანდატური“ - განაცხადა მინისტრმა.


მინისტრის თქმით, მანდატურები, რომელთაც შსს-სთან თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი ახალი სასწავლო მოდული არ გაუვლია, პოლიციის აკადემიაში გადამზადდებიან. ამასთანავე, გაგრძელდება იმ საჯარო სკოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მომზადება, რომლებიც სკოლებში შევლენ.