გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარტვილის რაიონის სოფელ ნაგებერაოში ევროპული სტანდარტების სკოლა გაიხსნა

25-01-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზვიად როსტომაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მორიგი საჯარო სკოლა ამჯერად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოში გახსნა.


თანამედროვე, ვიტრაჟული სკოლის შენობა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და მის მშენებლობაზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სკოლას აქვს აკუსტიკური ჭერი, ვინილის იატაკი, რომელიც მდგრადია და რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უცვლელ ვიზუალს ინარჩუნებს. სკოლას განსაკუთრებულს ხდის რეგიონალური მნიშვნელობის დახურული სპორტული დარბაზი, რომელის ანალოგიც რეგიონში არ არის. დარბაზი 100 მაყურებელზეა გათვლილი და შესაძლებელია ხელბურთის, ფრენბურთის კალათბურთისა და ფეხბურთის რეგიონალური ჩემპიონატების ჩატარება. სკოლა აღიჭურვილია ლაბორატორიებით და თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.


სკოლის დირექტორის განცხადებით, ნაგებერაოს სკოლის მშენებლობით სოფლის მოსახლეობის ყველაზე დიდი სურვილი ასრულდა.


სკოლის ძველი შენობა 1908 წლიდან ფუნქციონირებდა არასტანდარტულ ხის შენობაში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლების განმავლობაში არასდროს განხორციელებულა. მოშლილი სასკოლო ინფრასტრუქტურა მოსწავლეების ახლომდებარე საჯარო სკოლებში გადინებას იწვევდა. ახალი სკოლის გახსნის შემდეგ კი, ნაბეგერაოს სკოლის მოსწავლეები თავიანთ სოფელში დაბრუნებიან და ახალ, ევროპული ხარისხის მქონე სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.