გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსის ახალი მარშრუტი განისაზღვრა

25-01-2019

დედაქალაქის მთავრობამ კომპანია „სისტრასთან“ კონსულტაციის საფუძველზე, რუსთავი-თბილისის ავტობუსების ახალი მარშრუტი დაადგინა.


აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა. თბილისში ავტობუსის ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ისანი“ განისაზღვრა.


ავტობუსი თბილისში რუსთავის გზატკეცილიდან შემოვა, გაივლის გორგასალისა და გულიას ქუჩებს, საიდანაც ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩებით, მეტრო „ისანს“ დაუკავშირდება.


მარშრუტის ასამოქმედებლად, ავტობუსებს რუსთავის მუნიციპალიტეტი შეარჩევს.