გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დეკემბრის თვეში საქართველოში 151 მილიონი დოლარი გადმოირიცხა

26-01-2019

გასული წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 150.9 მლნ აშშ დოლარი (402.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.1 პროცენტით (12.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3 პროცენტი იმ 18 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.2 პროცენტი მოდიოდა.


ამავე პერიოდში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.7 მლნ აშშ დოლარი (57.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.8 მლნ აშშ დოლარისა (51.8 მლნ ლარისა) 2017 წლის დეკემბერში.