გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლევან დავითაშვილი სოფელ ტყვიავის მოსახლეობას შეხვდა

27-01-2019

გარემოს დაცვისა დასოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ ტყვიავის მოსახლეობას შეხვდნენ.


მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველ მარტამდე, სოფლის მოსახლეობა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარის მიზნობრიობის შესახებ. სოფლის მოსახლეობასთან შესახვედრად და მათი მხრიდან საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, სოფლის კრებები მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.


„მთავრობის გადაწყვეტილებით, კრებას, სადაც სოფლისთვის გამოყოფილი ბიუჯეტების გადანაწილება ხდება, ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. მოსახლეობას ბევრი აქტუალური საკითხი აქვს მოსაგვარებელი. იმისათვის, რომ ჩვენი პოლიტიკა კიდევ უფრო სახალხო იყოს და კიდევ უფრო მეტად ითვალისწინებდეს იმ საჭიროებებს, რომელიც უშუალოდ სოფლად მაცხოვრებლებს გააჩნიათ, ჩვენ მუდმივი და უშუალო კომუნიკაცია გვაქვს მათთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


სოფელ ტყვიავის მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ღობის რეაბილიტაცია, სოფლის სტადიონის შემოღობვა და რამდენიმე ქუჩის მოხრეშვა მოხდება.


როგორც შიდაქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, სოფელ ტყვიავის მცხოვრებთა მიერ სოფლის კრებაზე დაყენებული საკითხები მიმდინარე წელს მოგვარდება.


„ხალხის მოთხოვნის შესასრულებლად, მუნიციპალიტეტი დამატებით თანხებს გამოყოფს“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.


სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში 3700 სოფელია ჩართული.