28-01-2019
გოგონებთან გადაღებული ეს ვიდეო, რომლებიც გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდნენ პატიმრებთან საკანში, ანონიმმა ატვირთა სოციალური ქსელის ერთდროულად რამდენიმე ჯგუფში და ოკუპირებულ ტერიტორიაზე კვირის სკანდალად იქცა.
ამის გამო აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორის უფროსი, რეჟიმისა და ობიექტის დაცვის უფროსი მაშინვე ჩამოაშორეს სამსახურს. დაიწყო სამსახურეობრივი მოკვლევა, რომელიც მათ სამომავლო ბედს განსაზღვრავს.
ეს არ არის პირველი სკანდალი, რომელიც აფხაზეთის ერთადერთ ციხეს უკავშირდება. ის დრანდის დასახლებაში მდებარეობს.
სპეციალისტები უკვე დიდი ხანია მივიდნენ დასკვნამდე, რომ დრანდის ციხეში მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები არანაირ სტანდარტში არ ჯდება, მათ შორის, სანიტარულ-ეპიდემიურში.
უფულობის გამო ახალი ციხის მშენებლობის საკითხი დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი იყო. მაგრამ 2019 წელს, რუსული სახსრებით საინვესტიციო პროექტი იწყება. დრანდაში ახალი თანამედროვე ციხე აშენდება.
სოციალურ ქსელში გავრცელებული სკანდალური ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ
Jam.news.net