გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოზურგეთში ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის სამი წევრი მოიწამლა

28-01-2019


საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ოზურგეთში, ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გუშინ მოხდა.


ოჯახის სამი წევრი, რომლებმაც ინტოქსიკაცია მიიღეს, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ „მედალფას" კლინიკაში არიან მოთავსებული, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი 17 წლის გოგონაა.

„სამივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა თავიდანვე საშუალო სიმძიმის იყო, თუმცა, ამ დროისათვის გაუმჯობესებულია. ქალბატონებს ჩაუტარდათ ყველა საჭირო მკურნალობა. ისინი სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას", – განაცხადა სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით მდინარაძემ.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვა, სავარაუდოდ, გაზქურიდან მოხდა.




sputnik-georgia.com