29-01-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ქარბუქის, ნამქერისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური - კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და საგზაო მოძრაობის წესები მაქსიმალურად დაიცვან“-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.