გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

გალში დაჭრილი მოქალაქის ზუგდიდში გადმოყვანა 15 ათასი რუბლის გადახდის შემდეგ მოხერხდა

29-01-2019

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ პირველ გალში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.


არსებული ინფორმაციით, ახლობლებმა დაჭრილი მამაკაცი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 15 000 რუბლის გადახდის შემდეგ გადმოიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.


„პაციენტს აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მარცხენა ბარძაყის არეში. ამჟამად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდება“- განაცხადა ექიმმა.


ახლობლები მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობენ.


ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. პოლიციაში კი საქმე სიცოცხლის განზრახ მოსპობის მუხლითაა აღძრული.