გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პანკისის ხეობის მოსახლეობას და ინვესტორ კომპანიას შორის სანიმუშო შეთანხმება შედგა

29-01-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც პანკისის ხეობაშიჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის დაწყების საკითხი განიხილეს.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე,პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, აგრეთვე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი შეფასებისდეპარტამენტის უფროსი მაია ბერაძე, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი.


შეხვედრის დასაწყისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ადგილობრივ მოსახლეობასთანკონსტრუქციული დიალოგის წარმართვის მნიშვნელობას ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმვა-განხორციელების დროს, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგურები. მისითქმით, მოლაპარაკება ინვესტორი კომპანიისა ხეობის მოსახლეობასთან რამდენიმე თვეა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობითწარმატებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, აღნიშნულ პროცესში ასევე მონაწილეობდნენ გარემოსდაცვითი ორგანიზაციები.


შეხვედრაზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ინვესტორი კომპანიის „ფერის“ ხელმძღვანელმა ლაშა იორდანიშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღებაგაამახვილა იმ სარგებელზე, რომელსაც ხეობის მოსახლეობა მიიღებს როგორც სამშენებლო, ასევე ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ.
"ჩვენი ჩართულობით ხეობის მოსახლეობას და ინვესტორ კომპანიას შორის ძალიან სანიმუშო შეთანხმება შედგა. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან კარგი მოდელი, რომელსაც შევძლებთ და გავავრცელებთ სხვა მშენებარე მცირე სადგურების შემთხვევებზე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შეკითხვები და პრეტენზიები, ხოლო ინვესტორს - პასუხისმგებლობა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, პანკისის ხეობაში დაგეგმილი მცირე ჰესების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, საქართველო მიიღებს ელექტროენერგიას, რაც თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ხოლო პანკისის ხეობა, მისი მოსახლეობა მიიღებს მთელ ჩამონათვალს სარგებლისა, იქნება ეს განახლებული ინფრასტრუქტურა, დასაქმება, ადგილობრივი გადასახადები და სხვა სიკეთეები, რასაც ეს პროექტი მოიტანს.


რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის შეფასებით, "შეხვედრაზე მაქსიმალურად მოხერხდა როგორც მოსახლეობის, ასევე გარემოს დაცვითი მოთხოვნების დაკმაყოფილება. დაკმაყოფილება. ამასთან, ინვესტორიც უნდა იყოს კმაყოფილი, რადგან მას მუშაობა მოუწევს ძალიან კეთილგანწყობილ გარემოში, სადაც მისი მოგებაც იქნება გარანტირებული და ხალხის ინტერესებიც - დაცული," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეხვედრის შემდეგ კმაყოფილი იყვნენ ადგილობრივებიც, რომლებმაც როგორც მთავრობისგან, ასევე ინვესტორი კომპანიისგან მიიღეს კონკრეტული პასუხები მათ შეკითხვებზე, ასევე კონკრეტული ჩამონათვალი პროექტებისა, რომლებიც უახლოეს პერიოდში ხეობის სოფლებში განხორციელდება.
როგორც აღინიშნა, ინვესტორი ხეობაში სახელმწიფოსთან ერთად განავითარებს ინფრასრუქტურას, რაც თავის მხრივ რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, მოაწესრიგებს ომალო-დუმასტურის სასმელის წყლის სისტემას, აღადგენს სოფელი დუისის სასმელი წყლის რეზერვუარს, მოაწყობს ბირკიანი - ომალოს დამაკავშირებელსაავტომობილო ხიდს, დაასაქმებს არანაკლებ 70 ადგილობრივ მოსახლეს, ყოველწლიურად ხეობაში დაფუძნებულ ფონდში შეიტანს დაახლოებით 120,000 ლარს და სხვ.


აღსანიშნავია, რომ ხეობაში „ხადორი 3“ - ისა და „სამყურისწყალი 2“ - ის ჰიდროელექტროსადგურებს კომპანია „ფერი“ ააშენებს, რომელიც ჯამურად 40 მლნ აშშ დოლარზე მეტიინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შედეგად, ორივე ჰესი ჯამურად 160 მლნ კვტსთ - ი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ამასთან, „ხადორი 3“ მცირე ჰესია და მისიდადგმული სიმძლავრე 5,4 მგვტ-ია, ხოლო „სამყურისწყალი 2“ - ის დადგმული სიმძლავრეა 27 მგვტ. მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია.


პანკისის ხეობაში „ხადორი 3“ - ის ჰესი 12 თვეში, ხოლო „სამყურის წყალი 2“ -ი 30 თვეში დასრულდება.