29-01-2019
ოკაცეს კანიონში უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით მას სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის დროს ფეხი დაუცურდა და რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
გარდაცვლილის მეზობლის ინფორმაციით, მამაკაცს დამთავრებული ჰქონდა თავისი სამუშაო, იმ ადგილას ნივთის ასაღებად მივიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა.
„დამთავრებული ქონდა სამუშაო და უკვე მიდიოდა სახლში, რაღაცის ამოსატანად მივიდა იმ ადგილზე, ალბათ უსაფრთხო ადგილი ეგონა, ფეხი დაუცდა და გადავარდა“-განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა „რუსთავი 2“თან საუბრისას.
კანიონში სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ინტერტექნოლოჯი“ ახორციელებს.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს