გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აზერბაიჯანული პრესა: თუ ჯავახეთში მცხოვრებ სომხებს დღეს არ შეაჩერებენ, ხვალ ისინი უკვე ქართველების ხოცვას დაიწყებენ

29-01-2019

სომხური გამოცემა „kaspiy“ სამცხე-ჯავახეთში მიხეილ ავაგიანის ბიუსტის დადგმას კიდევ ერთხელ ეხმიანება და წერს, რომ - თუ ჯავახეთში მცხოვრები სომხების დღეს არ იქნებიან შეჩერებულნი, ხვალ უკვე თავიანთი მეზობლების - ქართველების ხოცვას დაიწყებენ.


საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:


„ის, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოსახლეობის ჯალათს - მიხეილ ავაგიანს თანამემამულე სომხები ძეგლს უდგამენ რეგიონში, რომელიც სეპარატიზმითაა მოწამლული - ეს არის ქართველების უდიდესი სირცხვილი და მათი გაუგონარი დამცირება სომხების მხრიდან. სომეხი ნაციონალისტები ქართველი ხალხს შეურაცხყოფას აყენებენ და თავიანთი მოქმედებით იმავდროულად სხვა სომხებს „გმირობისათვის“ აქეზებენ.


ამრიგად, სამცხე-ჯავახეთის სომხების მიმართ, რომლებიც დაავადებულნი არიან ველური სეპარატიზმის ბაცილით და ქართულ მიწას „ძირ-ძველ“ სომხურ „ჯავახკად“ თვლიან, აუცილებელია ზომები იქნეს მიღებული. თუ ისინი დღეს არ იქნებიან შეჩერებულნი, ხვალ სომეხი „ჯავახკელი“ სეპარატისტები უკვე თავიანთი მეზობლების - ქართველების ხოცვას დაიწყებენ. ისიც გასათვალისწინებელია, თუ რატომ აძლევს ხმას სომხეთი ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, როცა მშობლიურ ადგილებში ქართველი ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი იხილება“, - აღნიშნულია სტატიაში.