29-01-2019
ჩარგალში ცხოვრობს მელია, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები - საღამოობით დუქანში ვახშმობს. ცხოველის ფოტოებს „ფეისბუქზე“ ემზარ მჭედლური ავრცელებს.
„ჭკვიანი ფშაველი მელია, რომელიც ყოველ საღამოს უბედურსკის დუქანში ვახშმობს ხინკალითა და მწვადით,“ - წერს მჭედლური.
იმედს გამოთქვამენ, რომ მელია მონადირის მსხვერპლი არ გახდება.