გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დღევანდელი მონაცემებით მანდარინის ექსპორტმა 29,723 ტონა შეადგინა

29-01-2019

მიმდინარე წლის 29 იანვრის მონაცემებით მანდარინის ექსპორტმა 29,723 ტონა შეადგინა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული იყო 23,122 ტონა ციტრუსი.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (19,836 ტ) და უკრაინა (6,424 ტ), ასევე სომხეთი (2,767 ტ), უზბეკეთი (261 ტ), ყაზახეთი (138), ბელორუსია (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ).


ამასთან, სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 2018 წლის 1-ლი დეკემბრიდან, 2019 წლის 20 იანვრის მდგომარეობით 13,638 ტონა შეადგინა. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი 8,320 ტონას შეადგენდა.


აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.


საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც (1501).