კვირა, ივნისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
გიორგი ქობულია: გარდა ანაკლიის ახალი პორტის, იგეგმება ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების გაფართოება

29-01-2019

„საქართველოს არხების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლიდან შავ ზღვაზე საბორნე და ფიდერული გადაზიდვების განვითარება დაიწყება“-, ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ კონფერენციაზე -„საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ისაუბრა.


კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის „THE ECONOMIST“-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“-ის ეგიდით იმართება.


გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საქართველოს საზღვაო-სატრანზიტო პოტენციალის ათვისების მიზნით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის სანავსადგურო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც სხვა გეგმებთან ერთად, ანაკლიის ახალი პორტის გარდა, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების გაფართოება-განვითარებასაც მოიცავს. ამ მიზნით, ასევე იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება, რომელიც, სხვა მრავალ მიმართულებას შორის, ასევე გულისხმობს საქართველოს პორტების განვითარებას, მაღალხარისხიანი საპორტო სერვისების (ბუნკერინგი, ქეითერინგი და სხვა) შექმნას.


„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მომავალ საქმიანობაში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯის ამაღლება და მის ფარგლებში საზღვაო პოტენციალის სრულად ათვისებაა“- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


გიორგი ქობულიას განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზღვაო აკადემიის განვითარებას, ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობასა და საზღვაო განათლების დახვეწას.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც, მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვან მხარდაჭერას საჭიროებს, არის საქართველოს საფინანსო ინსტიტუტებში საზღვაო ფინანსირების მოდელის დანერგვა და საზღვაო დაზღვევა, ასევე საშეღავათო საგადასახადო სისტემის შექმნა საზღვაო ინვესტიციების მოსაზიდად.