30-01-2019
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 92 პროცენტი მიიჩნევს, რომ დემოკრატიაში ცხოვრება მნიშვნელოვანია და ფიქრობს, რომ დასავლური ტიპის დემოკრატია საქართველოსთვისთვის მმართველობის საუკეთესო ფორმაა. თუმცა მხოლოდ 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს დემოკრატიაა; დანარჩენი 46 პროცენტის აზრით, საქართველო არ არის დემოკრატია, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ კუთხით ყველაზე უარყოფითი შედეგი თბილისში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის 53 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არ არის დემოკრატია. უფროსი ასაკის მოქალაქეების 53 პროცენტიც ასე ფიქრობს. მოქალაქეები ასევე მიიჩნევენ, რომ მათ მთავრობის გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვთ. ასე მაგალითად: 36 პროცენტის აზრით, მათ მთავრობის გადაწყვეტილებებზე საერთოდ არ აქვთ გავლენა, 14 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მათ მცირე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. გამოკითხვის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები მაღალი აქტივობითა და ენთუზიაზმით ხასიათდებოდა. არჩევნების პირველ ტურში მოსახლეობის 69 პროცენტმა, მეორე ტურში კი 76 პროცენტმა მიიღო შემავიწროებელი არ ყოფილა. მოსახლეობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა „კარგად“ (41 პროცენტი) ან „საშუალოდ“ (34 პროცენტი) შეაფასა. ამის მიუხედავად, მოსახლეობის მესამედი არ არის დარწმუნებული, რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა. მოქალაქეთა უმრავლესობას (85 პროცენტი) კვლავ სურს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიოს. „მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას დემოკრატია ქვეყნის მმართველობის საუკეთესო ფორმად მიაჩნია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა იმ ადიამიანების რიცხვმა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო არ არის დემოკრატია,“ - განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა. „აუცილებელია დროული ზომების გატარება, რათა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი ნდობა და მოქალაქეების ჩართულობა გაიზარდოს.“ მთავრობის საქმიანობის შეფასებისას საზოგადოების აზრი ორად იყოფა: ნახევარი „ცუდად“ აფასებს, 44 პროცენტი კი - „კარგად“. ნეგატიური შეფასება ყველაზე მაღალი თბილისშია (60 პროცენტი). პარლამენტს კიდევ უფრო უარყოფითად აფასებენ: უმრავლესობა ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო ძირითადად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული (71 პროცენტი), რომ პარლამენტმა ვერ შეძლო მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების წინ წამოწევა (55 პროცენტი), რომ ის არ არის ორგანიზებული და ეფექტური (57 პროცენტი) და ვერ შეძლო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოძიება (63 პროცენტი). მოსახლეობა ასევე მიიჩნევს, რომ პარლამენტარებს არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, ქვეყნისთვის ბევრს არ შრომობენ, ეთიკურად არ იქცევიან და არც მოქალაქეების ჩართულობაზე ზრუნავენ. მოსახლეობის მხოლოდ 28 პროცენტმა შეძლო საკუთარი მაჟორიტარის სწორად დასახელება. მოსახლეობა პოლიტიკურ პარტიებსაც დაბალ მხარდაჭერას უცხადებს. მოქალაქეების მხოლოდ 13 პროცენტი ფიქრობს, რომ პარტიები მათ ინტერესებს გამოხატავენ. ისინი ფიქრობენ, რომ პარტიები, ძირითადად, საკუთარი, დამფინანსებლების ან ლიდერების ინტერესებს ემსახურებიან. 27 პროცენტისთვის მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია “ქართული ოცნებაა”, 12 პროცენტისთვის კი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. “ევროპული საქართველო” და “პატრიოტთა ალიანსი” 3-3 პროცენტმა დაასახელა. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მოსახლეობის 52 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას” 24 პროცენტი მისცემდა ხმას, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” - 11 პროცენტი, “პატრიოტთა ალიანსს” კი - 3 პროცენტი. მოსახლეობის უმეტესობას სჯერა, რომ კორუფცია ყველა სამთავრობო სტრუქტურაში (სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, პროკურატურა, სასამართლო, პარლამენტი და სამინისტროები) მეტ-ნაკლებად არის გავრცელებული. მოქალაქეები ყველა უწყებაში კორუფციის მთავარ ფორმად ნეპოტიზმს ასახელებენ.
“მოქალაქეებში დემოკრატიისადმი რწმენის გასაძლიერებლად აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურებისადმი ნდობის გაზრდა,” - განაცხადა თორნტონმა.
“ჩვენი კვლევები უკვე წლებია აჩვენებს, რომ მოსახლეობა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებთან (სამუშაო ადგილები, სიღარები და ფასები ზრდა) მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავს. პარტიებმა და პარლამენტმა ამ პრობლემების მოსაგვარებლად მეტი ძალისხმევა უნდა მიმართონ და ეფექტური გადაჭრის გზები შეიმუშაონ.” NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.