გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ქვეყნის მასშტაბით 50 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელება იწყება

30-01-2019

საქართველოს 50 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი” დაინერგება. დაგეგმილი აქტივობების გაცნობისა და მხარეებს შორის მოლოდინებისა და პასუხისმგებლობების ურთიერთგაზიარების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პროექტში მონაწილეობისთვის შერჩეული სკოლების დირექტორებთან და შესაბამისი რესურს ცენტრების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.


„ვფიქრობ რეფორმების პროცესი, რომელიც სკოლებში დაიწყება იქნება წარმატებული. მიზანი გვაქვს ერთი- ჩვენ მომავალ თაობაზე ზრუნვა და ისეთი განათლების სისტემის შექმნა, რომელიც მომავალი წარმატებული ქართველი ბავშვებისთვის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. ამ პროექტს ალტერნატივა არ აქვს და თქვენთან ერთად ამის განხორციელებას შევძლებთ“-განაცხადა მინისტრმა.


პროექტის განხორციელება 2018-19 სასწავლო წლის II სემესტრიდან საქართველოს ხუთ რეგიონში - თბილისის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის 50 საჯარო სკოლაში იწყება.


პროექტის მისიაა სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს და XXI საუკუნის გამოწვევათა მისაღებად საჭირო ცოდნით შეაიარაღებს. პროექტის მიზანია სასკოლო კულტურის განვითარება და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. აღნიშნულის ხელშეწყობის მიზნით, პროექტში მონაწილე სკოლებში განხორციელდება ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მოხდება სკოლების WiFi-ით სრული დაფარვა და კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში შექმნილი მხარდამჭერი ჯგუფები ასევე, იმუშავებენ პედაგოგებთან სასწავლო გეგმისა და მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარების კუთხით.


პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2023 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.